|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი გრძელდება

სოფელ ნორიოში, ახალ სამგორსა და ვაზიანში პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის შიდა ქსელები ეწყობა, რომლის დასრულებისთანავე, აბონენტების გამრიცხველიანება დაიწყება.
 
სამშენებლო სამუშაობის მესამე ეტაპის განსახორციელებლად სოფელ მარტყოფისა და ახალსოფლის ლოტზე მშენებელ კომპანიასთან, ხელშეკრულება უკვე დადებულია, ამ ეტაპზე კომპანია სამშენებლო არეალის  შესწავლას ახორციელებს. წინასწარ შესწავლილ ლოკაციებზე სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
 
შეგახსენებთ, ხუთი სოფლის წყამომარაგების პროექტის ფარგლებში აშენდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყო სატუმბი და საქლორატორო ობიექტები, აშენდა ცენტრალური მილსადენი, სოფელ მარტყოფში, ნორიოში, ახალ სამგორში. ახალსოფელსა და ვაზიანში მოეწყო სასმელი წყლის რეზერვუარები.
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი