|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,გავანახევრეთ პროცენტი, საქართველოს რკინიგზა წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაზოგავს“ - დავით ფერაძე

,,საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4.00%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს.“  - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი),  JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში  MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი საქართველოს რკინიგზის ფასიანი ქაღალდების მფლობელები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.

 

ავტორი: ნიუპრესი