|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზსა და ელექტროენერგიაზე, შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფების გაიზარდოს

ლარის გაუფასურების პარალელურად, შესაძლოა, გაზსა და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების გაიზარდოს. როგორს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, სემეკს უკვე მიმართეს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით გაზმომარაგებაზე მომუშავე კომპანიებმა. ირინა მილორავას თქმით, წლის ბოლომდე გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი.

„სატარიფო განხილვა ეხება რამდენიმე კომპანიას. ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. კომპანია „ყაზტრანსგაზს“, „საქორგაზს“ და“სოკარჯორჯიაგაზს“. შესაბამისად, როგორ იქნება საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი დამოკიდებულია ამ  კომპანიების ტარიფების დადგენაზე. პასუხი გვეცოდინება ამ წლის ბოლომდე,“-განაცხადა ირინა მილორავამ.

რაც შეეხება ელექტრო ენერგიის გადასახადს,  ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, თუ კომპანიები განაცხადებენ, რომ მათი ხარჯები შეიცვალა, მაშინ მათ აქვთ უფლება რომ მიმართონ სემეკს ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი