|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაა გამორიცხული, ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონ"- გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებული პროკურატურას ადანაშაულებს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წელს გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეში  მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას პატიმრის ცემაში მსჯავრდებული  სამი პატიმრიდან მხოლოდ შოთა შანიძე ესწრებოდა.

მოსამართლის ინფორმაციით, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილმა და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. მათ ინტერესებს მათი ადვოკატები იცავდნენ. სხდომას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია უძღვებოდა.

დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებული შოთა შანიძის ადვოკატმა გიორგი გოგინავამ სამი შუამდგომლობა დააყენა, რაც ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის დროს დარბაზში ვიდეო გრაფიკის ჩვენებას, ამ მტკიცებულების საქმეში დართვას და გამოძიებას გულისხმობდა. ადვოკატის ინფორმაციით, არსებული გრაფიკა ბრალდებულ შოთა შანიძეს დასკვნით სიტყვის შინაარსის გადმოცემაში დაეხმარებოდა.

არსებულმა ინფორმაციამ ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილის და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილის ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, მათ, როგორც მხარეს აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ ადრე უნდა მიწოდებოდათ ინფორმაცია და რადგან არ იციან, რაც ჩანაწერზეა საუბარი და როგორ იმოქმედებდა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესზე, ამიტომ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს. საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვაზე უარი განაცხადა პროკურორმაც. მოსამართლეთა კოლეგიამ  ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წაიკითხა მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ. მან უნდობლობა გამოუცხადა იმ ადვოკატებს, რომლებიც მის ინტერესებს ამ დრომდე იცავდნენ. შანიძემ ასევე ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა პროკურატურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე გარკვეული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს.

მსჯავრდებულმა დასკვნით სიტყვაში დეტალურად გაიხსენა 4 მარტს პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბი.

„მე ამდენი ხანი პროკურორების და ადვოკატების მითითებებით ვმოქმედებდი, ისინი მაიძულებდნენ არ მელაპარაკა და პროცესებს არ დავსწრებოდი. მე ვთანაშრომლობდი მათთან, მაგრამ ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. პროკურატურა  ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, თუ რა უნდოდა ღამის საათებში ჩვენს საკანში სხვა პატიმრებს და როგორ მოხვდა ალკოჰოლი ციხეში, ეს ყველაფერი ხომ ციხის ადიმინისტრაციის ნებართვის ხდებოდა. მე მონაწილეობა არ მიმიღია ცემაში, მაგრამ მოხდა შეთანხმება, რომ არცერთ ბრალდებულს არ უნდა გვესაუბრა, ვინ ცემა ფარტენაძე.  ამის სანაცვლოდ, რა მივიღე - #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოახდინეს ჩემი იზოლირება. ოთხი წელი, როგორ არ გავგიჟდი, მეც მიკვირს, ჩემს ოჯახს მოუხსნეს დაცვა და მეც საფრთხე მემუქრება. არაერთ საქმეზე მაქვს ინფორმაცია და არაა გამორიცხული, ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონ“, - განაცხადა შოთა შანიძემ.

ადვოკატის გიორგი გოგინავას თქმით, გამოძიებას გარდა სამი პატიმრისა, მოცემულ საქმეში სხვა პირების ბრალეულობა არ დაუდგენია, მის დაცვის ქვეშ მყოფი კი ბრალდებას არ აღიარებს და თავად შეეცდება დაამტკიცოს შანიძის უდანაშაულობა.

სასამართლო პროცესი 22 თებერვლამდე გადაიდო, მომდევნო სხდომაზე დასკვნით სიტყვას ადვოკატები და ბრალდების მხარე წაიკითხავენ.

შეგახსენებთ, 2014 წლის მარტში მომხდარ საქმეზე  ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, შოთა შა­ნი­ძეს ნა­წი­ლობ­რივ და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ასე­ვე და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი - ჯა­რი­მა 3 000 ლარი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ჯა­რი­მა 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი