"მიმდინარეობს საუბარი ქალთა კრიზისული რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაზე"
"მიმდინარეობს საუბარი ქალთა კრიზისული რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაზე", - ამის შესახებ გენდერის მედიაცენტრში ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოში მერიის წარმომადგენელმა ფიქრია ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის სტადიაშია.
ხაჭაპურიძის თქმით, საბჭოსათვის ძირითადი პრიორიტეტს წარმოადგენს აღმასრულებელ და წარმომადგენლობითი ხელისუფლების თანამშრომელთა გადამზადება გენდერულ საკითხებში, რისთვისაც ტრენინგ- სემინარების ჩატარება იგეგმება.
„ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია: აღმასრულებელ და წარმომადგენლობითი ხელისუფლების თანამშრომელთა გადამზადება გენდერულ საკითხებში, ტრენინგ- სემინარები, რომ უკეთესად გაიცნოს საზოგადოების ფართო წრემ, თუ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა,“-განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.
„ვცდილობთ, რომ დასახული პრიორიტებები იყოს თანასწორი და მეტად ჩაიდოს 2016წლის ბიუჯეტში“
საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულების საკითხები აუცილებად მოხვდება. იგეგმება აუტიზმითა და ცერებრალური დამბლით, დაავადებული ბავშვების დახმარება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე