გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? - ნიკა მელია
პარტიის რიგით წევრად თუ დავრჩები, მერე რა იქნება, გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლეგიტიმური საფუძველი აქვს პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების, ამის გაკეტებას არ აპირებს.
"ვაცნობიერებ, რომ მე დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ვარ ყოვლისშემძლე, რომ შემიძლია საათნახევარში გავათავისუფლო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი. ამ იმედგაცრუების, წყენის სუბლიმაცია, ის რაც ხდება ნაწილ საზოგადოებაში, პარტიის მხაერდამჭერებს ვგულისხმობ.
მე თუ პარტიისთვის ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ უი, 300 ადამიანი ხართ, რომელიც უკმაყოფილო ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და დავრჩები რიგით პარტიის წევრად. თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება. და მერე რა, გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ, მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება? მე რომ ვხედავდე ალტერნატივას, ან წინანდადებას ვისმენდე, მხოლოდ გამეხარდება", - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარის" ეთერში.
ავტორი: ნიუპრესი