გოგილო ნიკოლაძის სახლს მუზეუმის დატვირთვა მიეცემა (ფოტო)
ცნობილი ქუთაისელი მოქანდაკის გოგილო ნიკოლაძის ნამუშევრები ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ და საკრებულოს დეპუტამა დაათვალიერეს. შოთა მურღულიამ მოქანდაკის მეუღლე ნორა გაბრიაძეც მოინახულა და ხელოვანის სახლში არსებულ პირობებს გაეცნო.
ქალაქის მერიასა და მოქანდაკის მეუღლეს ნორა გაბრიაძეს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ხელოვანის სახლის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ასევე სახლს მიეცემა მუზეუმის დატვირთვა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენილი ნამუშევრები. გოგილო ნიკოლაძის სახლში ინახება მისი და ხელოვან რეზო გაბრიაძის ნამუშევრები. (რეზო გაბრიაძე ნორა გაბრიაძის ძმაა.)
შენობაზე გოგილო ნიკოლაძის მემორიალური დაფა განთავსდება.
გოგილო ნიკოლაძის სახლისა და ნამუშევრების მდგომარეობის შესახებ "ნიუპრესი" მიმდინარე წლის მაისის თვეში წერდა.
ავტორი: ნიუპრესი