|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი თოთლაძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ(R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს.

ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე  სოფლებს -  შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობას  სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.

 „მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში“,- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფლების- მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.

 „იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი  ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო“,-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი