გიორგი ვაშაძე რუსთავის ციხეს 23 იანვარს დატოვებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს. პარტიის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაშაძე ციხიდან 08:00 საათზე გამოვა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


19:31
14:17
15:14
















