|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობას ჯოხით ემუქრება

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის  თვითმმართველობას  ჯოხით ემუქრება.  წულაია ე.წ  მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიტოვებულ სამუშაოებს აკრიტიკებს. 

"ეს არის უმსგავსო საქციელი, ქალაქის მერიამ უნდა დააჯარიმოს ის კომპანია, რომელმაც ასე მიატოვა სამუშაოები.  მერიამ ჯადოსნური ჯოხი მომთხოვა, სამუშაოები რომ შევასრულოთო. ჯოხი მართლა უნდათ მაგათ, მაგრამ ბეჭებში და მიიღებენ მოსახლეობისგან.  გადათხრილია ქუჩები, ხალხი ბაზარში ვერ შედის. პროდუქტს ვერ ყიდულობს, ამ სიბინძურეში პროდუქტი როგორ უნდა იყიდო.  მთელი დღე იღვრება წყალი და რატომ არავინ ზრუნავს ამის მოგვარებაზე?.. დაქცეული წყლის გადასახადი მოსახლეობას ეწერება(ტარიფზე აისახება). მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შესრულდეს სამუშაოები, არა მხოლოდ ფალიაშვილზე, არამედ მთელს ქალაქში",–აცხადებს წულაია.

აღნიშულთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელს  დაუკავშირდა. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციაო სამუშაოები. უპრეცენდენტოდ მაღალი თანხა იხარჯება ქუთაისში ამ მიმართულებით - 110 მილიონი ლარი. სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. მილების დატესტვის პროცესია, რის შემდეგაც მოხდება გზის რეაბილიტაცია. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა