|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიას მოთხოვნა ქუთაისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა(ვიდეო)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადება ქუთაისის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა.  წულაია სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს:

"სასამართლოს მივუტანე დოკუმენტაცია, რომ რეესტრში, თანხის გადაუხდელობის გამო, არ არის  ხელშეკრულება გაფორმებული მერიასა და  შპს "პარკინგსერვისს" შორის. სასამართლოს მივმართე, რომ შპს-სათვის საქმიანობის უფლება შეეჩერებინა,  თუმცა  მიპასუხეს, რომ თურმე ვერ დავასაბუთე, რატომ უნდა შეაჩერონ ეს უკანონობა",– განაცხადა წულაიამ. 

წულაია პარასკევს 11:00 საათზე  პარლამენტთან მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავს. ის ქუთაისელ მძღოლებს მოუწოდებს, მივიდნენ აქციაზე, რათა, მისი  თქმით, ერთად ებრძოლონ უსამართლობას.  

შეგახსენებთ, წულაიას   მტკიცებით,  მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს მოსაკრებელს უკანონოდ კრებს,  რადგან "პარკინსერვისს" არ აქვს დაკანონებული პარკირების ადგილები.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა