|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიპის უფასო ვაქცინაცია ოქტომბერის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის წარმოების „ებოტის“ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილიმ, პაატა იმნაძის თქმითა, ყოველწლიურად ვაქცინა იცვლება, რადგან ყოველწლიურად გრიპი ახალი ვარიანტებით ვრცელდება.

მისი თქმით, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა