გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება
ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებებით ხორციელდებატერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება ხორციელდება.
კერძოდ, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“. შესაბამისად, სტატუსი "გუბერნატორი" აღარ იარსებებს.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, საკითხი მხარდასაჭერად კენჭისყრაზეც გავა.
შეგახსნებთ, იმერეთის გუბერნატორის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
ავტორი: ნიუპრესი