გურიაში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გარდაცვლილი მოზარდია, რომელსაც ღამით სახლის დამხმარე ნაგებობაში, მცირე ზომის შენობაში ეძინა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მასთან სტუმრად მყოფი თანატოლები სახლში დააბინავა. თვითონ დამხმარე ნაგებობაში დაიძინა. გამთენიისას მიწის მასამ სახლი მთლიანად დაფარა.
გურიაში სტიქიის შედეგად 3 დაღუპულიდან 2 ბავშვია, გარდაცვლილია ასევე 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, მისი სახლიც მიწამ დაფარა. მეორე გარდაცვლილი არასრულწლოვანი კი დინებამ გაიტაცა.
ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.
გურიაში სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი