ჰამაკები ონლაინ მაღაზია veli.store-ზე - თქვენი კომფორტისა და დასვენებისთვის
ჰამაკი ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო რამაა დასვენებისთვის, განტვირთვისა და დაძინებისთვისაც კი. მსუბუქი რწევის ფუნქცია გეხმარებათ გონებისა და სხეულის მოდუნებაში, რითაც ჰარმონიული სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბავშვობის მოგონებებში შესაძლოა მხოლოდ ერთი, ხის ჯოხებზე დაწნული ჰამაკი არსებობდეს, სინამდვილეში ჰამაკის მრავალი სახეობა არსებობს, დანიშნულების, კომფორტისა და ვიზუალის მიხედვით. ჰამაკები ონლაინ Veli.store - ზე შეგიძლიათ შეარჩიოთ, სადაც არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.
Veli.store-ის ონლაინ სივრცეში შეხვდებით დასაჯდომ ჰამაკებს ხის სადგამით, რაც მას კომფორტულს ხდის გადასაადგილებლად. ხის სადგამიან ჰამაკს, თუ ინტერიერისა და ექსტერიერის ხშირი ცვლა გიყვართ, შეგიძლიათ ადგილმდებარეობა მარტივად შეუცვალოთ. სადგამიანი ჰამაკები ველიზე საკმაოდ მყარია და 150-დან 180 კგ-მდე წონაზეა გათვლილი.
ჰამაკები ონლაინ მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი. მაგალითად, შეგიძლიათ დასაჯდომი ჰამაკი ჩამოსაკიდებლით შეარჩიოთ, რომელიც ტილოს ნაჭრისა და ხის კომბინაციითაა დამზადებული. ტილოს ფერად-ფერადი ნაჭრები კი, ლამაზთან ერთად გრილიცაა, რაც მის გამოყენებას საკმაოდ კომფორტულს ხდის, განსაკუთრებით ზაფხულში.
რაც შეეხება დასაწოლ ჰამაკებს, ველიზე საკმაოდ დაბალ ბიუჯეტში, 24-დან 39 ლარამდე თანხის შუალედში, კომფორტული ჰამაკების შეძენას შეძლებთ. კერძოდ კი, შეგიძლიათ სხვადასხვა წონაზე გათვლილი ტილოს ჭრელი, 1 ადგილიანი და ორ ადგილიანი ჰამაკები შეარჩიოთ. 1 ადგილიანი ჰამაკები 80 და 100 კილოგრამ წონაზეა გათვლილი, რაც მის გამოყენებას, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის ხდის შესაძლებელს.
2 ადგილიანი ჰამაკები კი 200 კილოგრამზეა გათვლილი. ხოლო, თუ ჰამაკები აგარაკზე, ღია სივრცეში გქონდათ ჩამოკიდებული და სეზონის დასრულებისას მის შენახვას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მათგანს შესანახი ჩანთაც მოჰყვება.
Veli.store-ზე ჰამაკები ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო კურიერი მას ადგილზე საკმაოდ მცირე დროში მოგიტანთ. შეკვეთიდან 3 საათში ჰამაკის მიღებას როგორც თბილისში, ისე თბილისის გარშემო 13 ლოკაციაზე შეძლებთ. მიტანის ასეთი სწრაფი სერვისი კი ველიზე უფასოა.
ავტორი: ნიუპრესი