|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„იგრიკას“ მაგიის ამბავი

 მაგიდის ბილიკები, ხის დაფები, კედლის დეკორაციები, ჩანთები, პერსონალური საბეჭდავები - „იგრიკას“ იდეის ავტორები გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე არიან, რომლებმაც უძველესი ქართული ორნამენტებითა და მათი მნიშვნელობებით შთაგონებული თანამედროვე ინტერიერის აქსესუარები შექმნეს.

 

 "იგრიკა" ქართული ტრადიციული რეწვის შენარჩუნებას ცდილობს. ბრენდის თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და განსაკუთრებულ ისტორიებს ატარებენ, რომლებიც ჩვენამდე მათი შეძენისთანავე აღწევენ და შეძენის შემდეგ უკვე "ამბავი ჩვენით განაგრძობს თხრობას..." რადგან ამ ნივთებს ჩვენამდე იდუმალი შინაარსები, მივიწყებული სახე-სიმბოლოები მოაქვთ და აგრძელებენ თანაცხოვრებას.

 

იგრიკას შექმნის მიზნებსა და განვითარების შესახებ თავად გრიგოლ დალაქიშვილი  ინტერვიუში ვრცლად გვიყვება:

 

როგორ გაჩნდაიგრიკასშექმნის იდეა და მიზანი?

 

„იგრიკა“ ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი ამბავიც 4 წლის წინ აპრილში დაიწყოყოველთვის გვიზიდავდა იდუმალი, სიმბოლოებით სავსე სამყარო, რომელიც უხსოვარ დროს ერის ტოტემურმა აზროვნებამ შექმნა. მიუხედავად სიძველისა, ვფიქრობთ რომ ეს ფორმები დღემდე თანამედროვეა, რადგან პირველადი შინაარსის მიღმა თითოეული ჩვენგანის მინიჭებულ აზრსაც ატარებენჩვენთვის ქართული კულტურა შთაგონების წყაროა. ვცდილობთ, თანამედროვე ენით გავაგრძელოთ შეწყვეტილი ამბები, შეგაყვაროთ, ვისაუბროთ და ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით.

 

ჩვენი მისიაა, რომ შენც  და ჩვენი ყველა მომხმარებელი ამ საამაყო საგანძურის მცველები გახდეთ. გვახსოვდეს, რომ ამბავი შენით განაგრძობს თხრობას...

  

რა იყო ის პირველი ნაბიჯები რაც გადადგით და არსებობდა თუ არა გამოწვევები?

 

სტარტაპი პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, ამ მხრივ რთული იყო, როგორც მასალების მოძიება, ასევე ციფრულ სამყაროში ნამუშევრების ხარისხისა და ხასიათის გადმოცემა. თუმცა, ვფიქრობ ამ გამოწვევებმა უფრო სწრაფად გაგვზარდა და მოგვამზადა თანამედროვე რეალობისთვის.

 

როგორ გახდა თქვენი წამოწყება წარმატებული?

 

დაარსებიდან იგრიკა ყოველთვიურად და ყოველწლიურად იზრდებოდა და უფრო მეტ ამბავს უყრიდა თავს. სისტემატიურად ვზრდიდით პროდუქტების რაოდენობას და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა. პირველი დიდი ნახტომი ჩვენს საქმიანობაში გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა (GACC) და Crafting Europe - ის საერთო პროექტი რამაც გაგვზადა როგორც სტარტაპი, ფინანსური, მარკეტინგული და უამრავი სხვა ცოდნით

  

მხოლოდ საქართველოში ყიდით პროდუქციას თუ საერთაშორისო ბაზარზეც გაგაქვთ?

 

უკვე ერთ წელზე მეტია, გვაქვს ვებგვერდი - igrikashop.com რომელიც ძირითადად მუშაობს არაქართულ (ევროპულ და ამერიკულ აუდიტორიაზე). მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გაყიდვების მცირე გამოცდილება იქამდეც გვქონდა, ვებგვერდის შექმნამ სხვა კუთხით დაგვანახა უცხოელი აუდიტორიის მოთხოვნები და სურვილები, ასევე, ჩვენი წამოწყების პერსპექტივაც.

 

როდის შეიტყვეთ ევროკავშირის ინიციატივების შესახებ და რა შედეგი ჰქონდა ამ პროექტებს თქვენი წარმოების განვითარებაში?

 

როგორც ზემოთ ვახსენე, პირველი პროექტი რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მივიღეთ იყო, Crafting Europe პროგრამა, რომლის კურსის ფარგლებშიც გამოცდილი მენტორები მონაწილე სტარტაპებს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი აღმოჩნდა იგრიკას განვითარების პროცესში.

 

ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში ევროკავშირის თანადაფინანსებით იმართება ფესტივალი, რომელსაც საზოგადოება Ethnofest-ის სახელით იცნობს. ჩვენთვის ამ ფესტივალში მონაწილეობაც ძალიან დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. უამრავმა ადამიანმა გაიცნო იგრიკა, როგორც ბრენდი ამ ფესტივალის ფარგლებში, რამაც ჩვენი ცნობადობა გარკვეულად გაზარდა.

 

ამ ეტაპზე, როგორია სამომავლო გეგმები?

 

გვავქს ასევე მიმდინარე პროექტი რომელიცსაქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციისორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი "Greenhouse for Social Innovators“ - ის ფარგლებში ჩატარდა, როგორც ბუთქემფი. პროცესში გვყავს ასევე მენტორი, რომელიც გვიწევს კონსულტაციებს თანამედროვე სოციალური და ბიზნეს გამოწვევების შესახებ. უკვე განხვახორციელეთ ჩვენი ბიზნეს მოდელი 8k მეთოდით დიაგნოსტირება. ვფიქრობ ეს პროექტი კიდევ ერთი დიდი გადადგმული ნაბიჯია იგრიკას განვითარებაში რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

 

რატომაა მნიშვნელოვანი ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისთვის?

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ქათველ მეწარმეებში იზრდება ცნობადობა თანამედროვე გამოწვევების შესახებ. უამრავ ქართველ მეწარმეს არ აქვს ცოდნა თუ როგორ უნდა წარმართოს, აპოზიციონირებდეს თავის ბიზნესს სწორად, როგორ აიღოს საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობები, ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ

 

ჩვენი სტარტაპისთვის და ჩვენთვის როგორც ქართული კულტურის მცველებისთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიომ გაიცნოს ჩვენი მივიწყებული სიმბოლოების, ზღაპრების, მითების და ლეგენდების შესახებ, რაც ვფიქრობთ მსოფლიო საგანძურია, ამისთვის კი ევროკავშირის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი