|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის და სამგერელოს სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 იმერეთის და სამგერელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. -  ენერგო პრო ჯორჯიას ცნობით, თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

„უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.  ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობირად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი.

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამგერელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში

დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებიტი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, - ნათქვამია  ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებაში,

 

ავტორი: