|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

იმერეთის გუბერნიას სახელწიფო ავტომობილების პოლიტიკური სანომრე ნიშნების აღებაში ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, გუბერნატორმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ არსებული წესი დაარღვია და ავტომობილებზე მათი პარტიის ნომერი - 41 დაიტანა.

„იმერეთის გუბერნატორმა დაარღვია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ არსებული წესი. ჩვენ ვიცით, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა ეწეოდნენ პარტიული  ნიშნებით მანიპულირებას. ამის სანაცვლოდ ვხედავთ, რომ გუბერნატორის და მისი მოადგილის ავტომობილებზე დაიტანეს სანომრე ნიშნები  -041.  ყველასთვის ცხადია, ეს რასაც ნიშნავს, თუმცა გაუგებარია, რატომ არ ახდენს მთავრობა ამის კონტროლს“,-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა, რომლის თქმითაც,  გუბერნიამ,  ასევე არამაიზნობრივი ხარჯია გაწია და თითო ნომერში ნაცვლად 70 ლარისა, 250 ლარი გადაიხადა.

„ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რაც პირველ ჯერზე, სრულად არ მოგვაწოდეს, მეორედ კი აღიარეს, რომ მოხდა სანომრე ნიშნების შეცვლა, თუმცა აქაც კომიკური პასუხი გაგვცეს, მათ განაცხადეს, რომ რაიონებში სტიქიის პირობებში დაკარგეს ორივე სანომრე ნიშანი და ამიტომ მოხდა შეცვლა, ნაცვლად 70 ლარის 250 ლარი გადაიხადეს, რითაც თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა“,-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ავტომობილის სანომრე ნიშანი GD 041 IM-ია მისი მადგილის გრიგოლ დალაქიშვილის სახელმწიფო ავტომობილის ნომერი  IM 041GD არის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა