იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთს დელეგაცია მიიღეს
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთიდან ჩამოსული დელეგაცია მიიღეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქალაქ პოვაჟსკა – ბისტრიცას მერი კაროლ იანასი ესწრებოდნენ. მხარეებმა რეგიონებს შორის საერთაშორისო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
დღესვე, სლოვაკეთის დელეგაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქალაქს შორის ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებელი პროექტი განიხილეს.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















