|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში 16 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში 40 წლის კაცი ამხილეს

დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელმაც იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში 16 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  

უწყების ცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დაკავებული.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს შსს.

ნიუპრესის ინფორმაციით, შემთხვევა თერჯოლაში მოხდა.

 
 
 
 

ავტორი: