იმერეთში ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთში - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.
171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში.
465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი