იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა.
ახალ რწმუნებულს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა, ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის განმავლობაში ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
იმერეთის რწმუნებულის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქართულმა ოცნებამ ზვიად შალამბერიძე დელეგატად დაასახელა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა