|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინდივიდუალური ღაბაშები “ახალ ხედვაში”

ტერფის პრობლემების დროს ადამიანი სიარულისას მარტივად იღლება და ტკივილიც აწუხებს. ამ დროს ექიმები რეკომენდაციას უწევენ სუპინატორების გამოყენებას. ამ პროდუქტს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ.   მყარი და  სილიკონის მზა სუპინატორების საკმაოდ დიდი არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. მათი შეძენა, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” მაღაზიებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ მოთოდითაც ხელმისაწვდომია. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება გესაჭიროებათ, უნდა იცოდეთ, რომ კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. ინდივიდუალური ღაბაშები (სუპინატორები) თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად იქმნება.  ინდივიდუალური ღაბაშები:

  • ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში;
  • ახდენს თაღის კორექციას; 
  • უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. 

თავდაპირველად,  ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურის საშუალებით ტარდება. კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში, ტერფის სკნირებით ასევე, ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას. მიღებული შედეგებით ფასდება ტერფის მდგომარეობა, ექიმი კი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი სახის სუპინატორი სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური,  მზა თუ სტანდარტული. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, რადგან ის მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას - რაც თავისთავად ეფექტურ შედეგს გულისხმობს. 














ავტორი: