ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 17 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ახალი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი