|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი-აბასთუმნის, ქუთაისი-სვანეთის, გომისა და რაჭის მიმართულებით"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, რაც ახალი საავტომობილო გზების მშენებლობას ითვალისწინებს.

"გეგმის მიხედვით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმნის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა:

"ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში."

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა