|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ივანიშვილმა საქართველოს მთავარი -მომავლის განცდა მოპარა"- მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა საქართველოს მთავარი -მომავლის განცდა მოპარა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  "რუსთავი 2" გადაცემა "არჩევანში" სატელევიზიო ჩართვისას.  მისი თქმით, ივანიშვილის მთავრობას არც ერთი ახალი პროექტი არ შეუქმნია და ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე დგას, რასაც საფუძველი სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა. 

"ივანიშვილმა საქართველოს მარტო ენერგეტიკა კი არ მოპარა, რომ ბიტკოინები გამოეშვათ, ან მარტო ბიუჯეტის ფულს კი არ პარავს თავისი ნათესავების მეშვეობით, ივანიშვილმა მოპარა საქართველოს მთავარი -მომავლის განცდა.  ახლა ვიღაცეები იძახდნენ, რომ სააკაშვილი წარსულია.  ვუყურებდი და ვერთობოდი - ჯერ იმის მეასედი გაააკეთეთ, რაც მე გავაკეთე, მერე ილაპარაკეთ, რომ მე ვარ წარსული. რა შეგიქმნიათ თქვენ? ყველაფერი რაზეც დგას საქართველო, არის ჩემი შექმნილი, ჩემი და ჩვენი ჯგუფის. ტურიზმი ჩვენი შექმნილია, ერთადერთი, რასაც უჭირავს ეკონომიკა.  ესენი არ დამცინოდნენ, ეს მართლა უწიგნურები? ახლა თქვეს, რკინიგზა უნდა გავუშვათ ვენაშიო, ეს არ იყო ის პროექტი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდნენ ისტერიულად? ლაზიკა არ იყო ის პროექტი, რომელსაც დასცინოდნენ? ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოციქული? არც ერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქნიათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამ განცხადებით სააკაშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გამოეხმაურა, რომლებმაც მას წარსულის პოლიტიკოსი უწოდეს. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი