კანის გავრცელებული დაავადებები
კანის დაავადებები ვარირებს სიმპტომების და სიმძიმის მიხედვით. შესაძლოა მასთან დაკავშირებული მდგომარეობები იყოს დროებითი ან მუდმივი, მტკივნეული ან უმტკივნეულო. არსებობს მდგომარეობები, როდესაც გამომწვევი მიზეზი გენეტიკური ხასიათისაა.
გამოვყოფთ კანის 6 გავრცელებულ დაავადებას, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც შევხვედრივართ ცხოვრების მანძილზე :
- აკნე – ყველაზე გავრცელებული კანის დაავადება, რომლის მექანიზმიც მდგომარეობს თმის ფოლიკულების და ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობით გამოწვეულ ანთებში, რომელიც ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ჰორმონალური ბალანსის ცვლილებასთან. გამოიხატება წითელი, ჩირქოვანი და მტკივნეული გამონაყრის არსბობით ყველაზე ხშირად სახის, ზურგის ან მკერდის არეში.
- ფსორიაზი – იმუნომედიატორული დაავადება, რომელიც გამოიხატება გარქოვანებული, აქერცვლადი და მქავანა ადგილებით სხეულის ზედაპირზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სკალპს, იდაყვებს, მუხლებს ან წელის მიდამოს.
- კონტაქტური დერმატიტი – ჩნდება ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე საათიდან დღის მანძილზე, იმეორებს შეხების ზედაპირის ფორმას და ზომას, ვითარდება ქავილი, სიწითლე და კანის ზედაპირის გარქოვანება.
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) – მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მკვლევარები გამოყოფენ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. ხშირად ის ვლინდება ბავშვებში და გამოიხატება სახის ხელების ან ფეხების არეში მშრალი, ქერცლოვანი და მქავანა გამონაყრით.
- ლუპუსი – აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც გააჩნია კანისმიერი გამოვლინება სახის არეში - ცხვირის და ლოყების ზედაპირზე პეპლის მსგავსი წითელი ლაქოვანი გამონაყრით, რომელიც უარესდება მზის სხივების ზემოქმედების შემდგომ. ზოგადსისტემური სიპმტომები მოიცავს დაღლილობას. ტემპერატურას, თავის ტკივილს, შეშუპების და ტკივილის შეგრძნებას სახსრების არეში. ასევე წითელი რგოლისებური გამონაყარი გვხვდება მხრებზე, კისერზე და ტორსის სხვადასხვა ნაწილებში, თუმცა მათ არ ახასიათებთ მტკივნეულობა.
- კანის სოკოვანი დაავადება – გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით როგორიცაა : ცხელი კლიმატი, ცხიმიანი კანი, ჰორმონალური ცვლილებები და დასუსტებული იმუნური სისტემა. გამოიხატება როგორც კანის, ასევე ფრჩხილის ზედაპირზე მოყვითალო ქერცლოვანი ლაქებით.
კანის დაავადების გამომწვევი მიზეზები
გამომწვევი მიზეზები მჭირდო დამოკიდებულებაშია კანის დაავადების ტიპზე, თუმცა ისინი შეიძლება მოიცავდეს :
- ბაქტერიის ჩაბუდება ფორებსა და თმის ფოლიკულებში
- დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, თირკმლებზე ან იმუნურ სისტემაზე
- კონტაქტი ალერგიულ ტრიგერებთან
- გენეტიკური წინასწარგანწყობა
- სოკოვანი დაავადებები
თუმცა აღნიშნული გამომწვევი მიზეზების მიუხედავად ყველა დერმატოლოგიურ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. REDMED-ის დერმატოლოგები დაგეხმარებიან ონლაინ კონსულტაციის გზით მიიღოთ უახლესი რეკომენდაციები და თქვენზე მორგებული მკრუნალობის ტაქტიკა.
რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება
გარდა ზემთჩამოთვლილი კანის დაავადებებისა, არსებობს ისეთ მდგომარეობები, როდესაც დაუყოვნებელი მკურნალობაა საჭირო, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ სიმპტომები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ :
- ერითროდერმა – სასიკვდილო მდგომარეობა, როდესაც კანის დაავადებების დროს დაზიანების მოცულობა აჭარბებს ზედაპირის 90%-ს 12-24 საათის განმავლობაში.
- ინფექციური პროცესები – ჩირქოვანი მტკივნეული გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს სისტემური გამოვლინებებიც.
- ბულოზური დაზიანებები – კანის ის მდგომარეობები, რომელთაც ახლავს ბულების (სითხის ან სისხლის შემცველი ბუშტების) წარმოქმნა კანზე.
- მედიკამენტოზური რეაქცია
- მალიგნიზაცია – ერთის მხრივ უწყინარი ხალის ბუნების შეცვლა – გაავთვისებიანობა : სიმეტრიის დარღვევა, კიდეების უსწორმასწორობა, სიჭრელე, >6მმ დიამეტრი, სიწითლე და გაერთიანებისკენ მიდრეკილება.
ავტორი: ნიუპრესი