„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - ქუთაისში აქცია-მსველობა მიმდინარეობს
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, აქცია-მსველობა ქუთაისში მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონში მოწინააღმდეგები ქუჩებში მსველობას აწყობენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.
ისინი თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრებნენ, საიდანაც “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.“თავისუფლებასთან წააგებთ!” “რუსებო, მონებო” – ასე მიმართავენ ისინი “ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
აქციის მონაწილეებმა "ვენდისთან" გადაინაცვლეს და კომპანიის მფლობელის პოლიტიკური განწყობის გამო განაცხადეს, რომ ყველა მსგავს კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ.
მათი თქმით, ისინი ამ კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებენ.
უწყვეტი პროტესტი ქუთაისში, დედაქალაქის მსგავსად, მესამე კვირაა, გრძელდება. აქტივისტების ნაწილი თბილისშია, სადაც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში არიან ჩართულები.
ავტორი: