|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კითხვებს ბადებს პროექტის სარგებლიანობა - ლომჯარია ნამახვანჰესზე

კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რაც პრობლემებით წარიმართა და რამაც გააჩინა გარკვეული უნდობლობა ამ პროექტის მიმართ, - ასე გამიეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნამახვანჰესის თემას.

მან საკითხის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ისაუბრა, სადაც  2020 წლის  ანგარიში წარადგინა.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ წარმოვაჩენთ საზოგადოების წუხილებს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინის თაობაზე, აღნიშნული პროექტის გარშემო. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემურია და კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რაც პრობლემებით წარიმართა და რამაც გააჩინა გარკვეული უნდობლობა ამ პროექტის მიმართ,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა