„კლინიკა-ლჯ“-ში ახალი საოპერაციო ბლოკი გაიხსნა (R)
„კლინიკა-ლჯ“-ში საოპერაციო ბლოკი გაიხსნა, რომელიც ახალი ტექნიკით აღიჭურვა. ახლადგახსნილი საოპერაციო ბლოკის ოთახები, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. საოპერაციოში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა.
"ახალი საოპერაციო ბლოკი მთლიანად არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე აპარატურით. კლინიკაში ოპერაციების სრული სპექტრი ტარდება, მთლიანად განახლდა პოსტოპერაციული ბლოკი, დაცულია ყველა სტანდარტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მაქსიმალურად მორგებულია პაციენტებისა და ქირურგის კომფორტისთვის“,-განაცხადა ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა მირიან ჭეიშვილმა.
ახალი საოპერაციო ბლოკის გახსნას “კლინიკა-ლჯ“-ის მედპერსონალი და კლინიკის ხელმძღვანელობა დაესწრო. ღონისძიების დასასრულს საზეიმო ტორტი გაიჭრა.
ავტორი: ნიუპრესი