|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა

2019  წლის 27  მაისს, ქალაქ  ბათუმში, შპს „ნოვამ“  განახლებული საწარმო გახსნა.

საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროექტისთვის თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს.

„ნოვა“  აღნიშნული სესხიდან  15%-ს უკან  “ქეშ ბექის” სახით დაიბრუნებს.

კომპანია „ნოვა“  ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის,  პოლიეთილენის  წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს.  განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და  EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ“   დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა.  მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების,  მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის  არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა