|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯერ ავტომობილები დააყენეს და საკრებულოს ნებართვა შემდეგ თხოვეს"

ქუთაისში, ენერგოეფექტურ სკვერში, გუშინ "კრისტალბეთის" გათამაშების სამი ავტომობილი განთავსდა.

 ქუთაისის საკრებულომ  კი  შპს "მარსისათვის" ადგილის გამოყოფის საკითხს მხარი  დღეს დაუჭირა. შპს-ს სასყიდლით, გარკვეული პირობებით სკვერში ტერიტორია გამოეყო. ადგილზე ავტომობილების უკვე განთავსების და საკითხის საკრებულოს დაგვიანებული გატანის გამო შენიშვნა "ნაციონალმა" დეპუტატმა ბესიკ ბგერაძემ  გამოთქვა. მისი განცხადებით, საკითხზე ავტომობილების განთავსებამდე უნდა ემსჯელათ.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, შპს-მ მერიას ადგილის გამოყოფის თხოვნით მიმართა. მერიას შეეძლო პირდაპირი წესით მიეცა ნებართვა, მაგრამ თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საკითხი საკრებულოზე გავიდა. შპს ენერგოეფექტურ სკვერში ავტომობილებს 31 დეკემბრის ჩათვლით დატოვებს და ბიუჯეტში 500 ლარს შეიტანს.

"ვინაიდან ადგილი არის მიწისქვეშა გადასასვლელის ზემოთ, ამიტომ კომპანიამ მოახდინა ადგილის გამძლეობის შესწავლა, ამიტომ მოხდა წინასწარ ავტომობილების განთავსება, რისთვისაც კომპანიას დამატებით დავაკისრებთ ერთი დღის გადასახადს"-განაცხადა შოთა მურღულიამ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი