" არ შეიძლება, ლამაზი ქალი ჭკვიანიც იყოს"
ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან ბანერი დაიდგა, სადაც მსურველები იმ გავრცელებულ ფრაზებს წერდნენ, რომელიც ხშირად ისმის ქალბატონების მიმართულებით.
"არა გენდერულ სტერეოტიპებს",-ამ სახელწოდების აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების, „უფლებებისა და განათლებისათვის“ , „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“(IWPR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში(EUMM) ორგანიზებით გაიმართა.
"ლამაზი ქალი არ შეიძლება ჭკვიანიც იყოს", "ქალი ვიცი "კუხნაში", "ქალის ადგილი ძალოვან სტრუქტურებში არ არის",- აღნიშნული ფრაზები აქციის მონაწილეებმა სპეციალურად შექმნილ ბანერზე დაწერეს.
აქცია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი