|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა აბაშიძე: „რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება“

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დროის შემცირება დაიწყება. ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა. 

,,რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. ამ ტერიტორიის გადაკვეთას მატარებლები  ყველაზე დიდ დროს ანდომებენ, მოდერნიზაციის პროექტმა კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცა. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან აქამდე არსებული 47-ვაგონიანი შემადგენლობა 57 გახდება, ასევე გავზრდით მატარებლების წონას, რაც საშუალებას მოგვცემს, თითო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

 მისივე შეფასებით, სატრანზიტო დროის შემცირების გარდა, საქართველოს რკინიგზის მთავარი გამოწვევა სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებაა. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, რკინიგზა ძველ ელმავლებს აღარ შეაკეთებს. 

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი, თაანამედროვე სალოკომოტივო პარკი. ეს არის რკინიგზისთვის ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, სატრანზიტო დროის შემცირებითა და ახალი სალოკომოტივო პარკით - საქართველოს რკინიგზა ,,შუა დერეფანში“ კიდევ უფრო მიმზიდველი და სტრატეგიული პარტნიორი გახდება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა