|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარი აიღო

ლოს ანჟელესში გამართული "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი წარმატებული აღმოჩნდა  ლეონარდო დიკაპრიოსათვის, მან ოსკარი წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისათვის  აიღო.  ლეონარდომ  ეს პრიზი მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ პირველად მიიღო. მსახიობი, რომელიც ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, ვერც ერთხელ ვერ გახდა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი.

ოსკარი  წლის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის კი   ბრი ლარსონს გადაეცა ფილმისთვის "ოთახი".

წარმატებული აღმოჩნდა   ფილმები "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი".

"რევენანტმა" 12 ნომინაციიდან 3 ჯილდო მიიღო, ხოლო "შეშლილი მაქსი" წარდგენილი 10 ნომინაციიდან ექვსის გამარჯვებული გახდა.

წლის ფილმად  "სფოთლაითი" დასახელდა;  წლის რეჟისორის ნომინაციაში  "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ გაიმარჯვა. 

 

ავტორი: