მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები “ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზიებში
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტებია წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ორთოპედიული სუპინატორები - ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად ამავე ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. სუპინატორები უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. აღნიშნული პროდუქციის გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაზიანების, დიაბეტური ტერფისა და ტერფზე არსებული სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
- ორთოპედიული ფიქსატორები - არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომ პერიოდში გართულების თავიდან ასაცილებლად.
- ვარიკოზის მოვლის საშუალებები - ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე, ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.
- ორთოპედიული ბალიშები - არსებობს კისრის, ზურგის, დასაჯდომი და როტაციის ორთოპედიული ბალიშები. პროდუქცია დამზადებულია ანტიალერგიული, პოლიურეთანის ქაფისგან. ორთოპედიული ბალიშების გამოყენება საგრძნოლად აუჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ, შერჩეულ ნივთს კი კონსულტანტი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა