|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს"

"მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

"ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული, შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ. რაც შეეხება თალაკვაძის მოწოდებას, ორი კი არა შვიდივე დაესწრება, ოღონდაც ბოლომდე შეარულდეს რვა მარტის შეთანხმება. ყველამ ვიშრომეთ ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილი თეთრით შავზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის "-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა