|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

MBC-ის ვალუტის კურსი - თქვენი მომგებიანი არჩევანი

ვალუტის გაცვლითი კურსი ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ის კავშირშია ისეთ სფეროებთან, როგორიცაა: ტურიზმი, ეკონომიკა, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, ინფლაცია და ბიზნესი. ვალუტის კურსი მოქმედებს იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაზე და მიგრანტების მიერ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. გაცვლითი კურსის ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს ბიზნეს ოპერაციების მომგებიანობაზე და ფინანსურ მაჩვენებლებზე. ვალუტის კურსის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის:

  • გეოპოლიტიკური მოვლენები;
  • საერთაშორისო ვაჭრობა;
  • ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა;
  • ფისკალური პოლიტიკა (სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების გავლენა);
  • სტიქიური უბედურებები;
  • ბუნებრივ რესურსებზე არსებული მოთხოვნის ზრდა;

 

რატომ უნდა გადაცვალოთ ვალუტა MBC-ში?

საქართველოში მოქმედ საფინანსო ორგანიზაციებს შორის MBC ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თანამედროვე მიდგომებითა და გამარტივებული პროცედურებით გამოირჩევა. ემბისიში პროდუქტებისა და მომსახურების დიდი ნაწილის მიღება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი, რაც 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებას განსაკუთრებულად ამარტივებს. 

ემბისი არჩევანის თავისუფლებას გაძლევთ, ამიტომ ვალუტის გადაცვლა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ფილიალებში ვიზიტის საშუალებითაც შეგიძლიათ. ნებისმიერი გზით, თქვენ დაზოგავთ დროს და ყველაზე მომგებიანი კურსით  ისარგებლებთ. 

როგორ მივიღოთ დისტანციური სერვისი?

იმისთვის, რომ ვალუტა ონლაინ რეჟიმში გადაცვალოთ, საჭიროა ეწვიოთ ემბისის  ვებგვერდს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საშუალებით დაარეგისტრიროთ ონლაინ კაბინეტი და  კონვერტაციის ონლაინ განაცხადი შეავსოთ. კონვერტაციისთვის საჭირო თანხის და საბანკო რეკვიზიტების მითითების შემდეგ, განაცხადის გაგზავნას რამდენიმე წამი სჭირდება. კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდგომ, დაკონვერტირებული თანხა განაცხადში მითითებულ ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. აღსანიშნავია, რომ ონლაინ კონვერტაცია ყველა მოთხოვნად ვალუტაში შეგიძლიათ - USD, GEL, EUR, RUB. კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ:

  • ყოველთვის მომგებიანი ვალუტის კურსით ისარგებლებთ;
  • არ გადაიხდით დამატებით საკომისიოს;
  • კომპანია მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს;
  • მიიღებთ უფასო ფინანსურ კონსულტაციას;

კომპანიის პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მუშაობს საფინანსო პროდუქტების დახვეწაზე და მომხმარებელთათვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებაზე. კომპანიის ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც სამუშაო დღეებში მომსახურების მიღება 09:30 საათიდან  18:00 საათამდე  შეგიძლიათ, შაბათს კი 10:00 სთ-დან 13:30 სთ-მდე.

ონლაინ კაბინეტში დარეგისტრირება შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
  • საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ, ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებს;
  • იურიდიულ პირებს, რომელთა წარმომადგენელი შესაძლოა იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე  ბინადრობის მქონე პირი;

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ საუკეთესო შეთავაზებებით ისარგებლოთ, ყურადღებით გაეცანით ემბისის ვებგვერდს და საჭიროებისას, უფასო კონსულტაცია გაიარეთ. 

ავტორი: ნიუპრესი