|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე „ოღასყურას“ საკითხის შესწავლა დაიწყო

მდინარე „ოღასკურა“, რომელიც ქუთაისში ჩაედინება, არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება. დაბინძურებული მდინარე    კალაპოტიდან გადმოდის და ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს. მდინარის კალაპოტის გასუფთავების საკითხი არაერთხელ წამოჭრა საკრეულოს წევრმა,  „გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.  შედეგად  ქუთაისს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს, სანაპირო ზონის, მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ მეტრეველი და უფროსი სპეციალისტი კახაბერ სარაჯიშვილი ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი მდინარე „ოღასყურას“ სანაპიროს ავარიული უბნების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება იყო, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს აღნიშნული მდინარის რეაბილიტაციის პროექტი.

მათ მდინარის პრობლემებს "გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ნატო ქათამაძე და ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აცნობდნენ.

აღნიშნული ვიზიტის შედეგების შესახებ საბოლოო დასკვნა ორ კვირაში გახდება ცნობილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა