მე-15 სართულიდან გადმოვარდნილი 40 წლამდე მამაკაცი ხარაგაულიდანაა
თბილისში მე-15 სართულიდან გადმოვარდნილი 40 წლამდე მამაკაცი წარმოშობით ხარაგაულიდანაა. ინფორაციას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპატაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მე-15 სართულიდან გადმოვარდა 40 წლამდე მამაკაცი ხარაგაულიდან ჩამოვიდა, რომ სამუშაო ეპოვნა და ოჯახი ერჩინა სხვაგან გადახვეწილს. შრომის ინსპექციამ სტანდარტული ტექსტით განაცხადა, რომ დარღვეულია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური რეგლამენტი და ხარაჩოების მოწყობის წესი, რის გამოც ჩამოიშალა ნაგებობა და დაიღუპა მუშა. ოჯახები კარგავენ მამებს, შვილებს, ძმებს და ჩვენ უბრალოდ ვითვლით დაღუპულებს და ვწუწუნებთ“, – წერს კუპატაძე.
შემთხვევა დღეს თბილისში კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი