"მეიჯერელ საქართველო" 40 სტუდენტს გერმანული ენის კურსის საფასურს დაუფინანსებს (R)
"მეიჯერელ საქართველო" გერმანული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. კომპანიისთვის განათლება უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ახალი ინიციატივით ამჯერად გერმანულის შემსწავლელი კურსის სტუდენტების წახალისებას გეგემავს.
"მეიჯერელ საქართველოსა" და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თბილისსა და ქუთაისში მდებარე ცენტრის მოსწავლეებს, კომპანია ნაწილობრივი სასწავლო გრანტით უზრუნველყოფს. მეიჯერელ საქართველო სწავლის საფასურს 40 ახალგაზრდას დაუფინანსებს.
პირველ ეტაპზე, ვერბალური გამოცდისა და ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან ქართულ-გერმანული ცენტრის შემოდგომის კურსის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც კომპანია 50%-იან სასწავლო გრანტს გადასცემს. მსგავსი შერჩევითი ტესტირება და გრანტის გამოყოფა, პროექტის მიხედვით ყოველ ექვს თვეში იგეგმება.
„მეიჯერელ საქართველოსთვის პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ენების ცოდნის წახალისება, მათ შორის, გერმანული ენის პოპულარიზაცია, რადგან გერმანულენოვანი კადრების დასაქმების კუთხით მეიჯერელ საქართველოს მოწინავე ადგილი უჭირავს საქართველოში.“- აცხადებენ კომპანიაში.
პარტნიორი ორგანიზაცია, ქართულ-გერმანული ცენტრი (ქგც), 1995 წელს შეიქმნა. (www.gdz.ge) მისი მიზანი საქართველოში გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება და განმტკიცებაა. ქგც ქართველ ახალგაზრდებს მრავალფეროვან პროგრამებსა და პროექტებს სთავაზობს (გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, მოსწავლეთა ერთწლიანი და სამთვიანი სასწავლო პროგრამა, საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, სტუდენტთა ერთწლიანი პრაქტიკა სპეციალობების მიხედვით და სხვა)
მეიჯერელი ქართულ ბაზარზე, 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann- ისა და Saham ჯგუფის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, მსოფლიო მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 48,000-ს აღემატება.
საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.
დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.
ავტორი: ნიუპრესი