|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიიღე ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი ადგილიდან

ადამიანები ბევრს ვმოგზაურობთ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ზღვასა თუ მთაში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, ყველაზე უდროო დროს შესაძლოა ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაგვატყდეს თავს, რომელიც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს. კვალიფიციური ექიმი, რომელსაც ენდობით ახლა უკვე თქვენთან ერთად შესაძლებელია რომ იყოს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. REDMED-ის დახმარებით შეგვიძლია თავი ყველგან და ყოველთვის დაცულად ვიგრძნოთ, რადგან ის გვაწვდის ყველა სახის სამედიცინო სერვისს დისტანციურად. ნებისმიერი ადგილიდან, შეგიძლიათ მარტივად დაჯავშნოთ ექიმთან კონსულტაცია, მიიღოთ წამლის რეცეპტი ან ფორმა 100 დაზღვევისთვის ონლაინ. 

 

REDMED-ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავსტრიიდან. ასევე REDMED-ი თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან და გასცემს დასზღვევისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

REDMED- ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები: 

  • გამოიძახოთ ექიმი, ლაბორატორია ან აფთიაქი სახლში;
  • ჩაეწეროთ კლინიკაში ვიზიტზე;
  • მიიღოთ ექიმის ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაცია;
  • ისარგებლოთ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ონლაინ კონსულტაციით.

 

თუკი გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებით და სასწრაფოდ გჭირდებათ თქვენს ექიმთან დაკავშირება, მთავარია გქონდეთ REDMED-ის აპლიკაცია ან ხელი მიგიწვდებოდეთ ჩვენს ვებ-საიტზე და კონსულტაციის განხორციელებას ონლაინ რეჟიმში შეძლებთ. REDMED-ის პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მარტივად და კომფორტულად მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი. ამისათვის საჭიროა აპლიკაციისა თუ საიტის მეშვეობით ძიების ველში ჩავწეროთ ექიმის, სპეციალობის, კლინიკის ან დაზღვევის დასახელება და ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ავირჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი. 

 

ჩამონათვლის გარდა, ძიების შედეგების გვერდზე დაგხვდებათ შედეგების გაფილტვრის სხვადასხვა ღილაკები - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონსულტაცია ექიმთან საქართველოში ან საზღვარგარეთ და ასევე მონიშნოთ სამი ალტერნატიული ვარიანტიდან სასურველი: სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია ან ექიმის გამოძახება სახლში. 

 

REDMED-ის საშუალებით აგრეთვე შესაძლებლობა გაქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი ექიმებისგან, რომელთა სპეციალობებიცაა: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია, შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკა, გერმანია, ავსტრია და ა.შ.

REDMED-ის ერთ-ერთ უპირატესობას ასევე აპლიკაციის მეშვეობით სააფთიაქო პროდუქტების შეკვეთის ფუნქცია წარმოადგენს, რაც სასურველ დროსა და ადგილას თქვენთვის საჭირო მედიკამენტების სწრაფ მიწოდებაზეა ორიენტირებული.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩამოთვლილი სერვისებით, ეწვიეთ redmed.ge-ს და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ios-ის და android-ისთვის. 

 

ავტორი: ნიუპრესი