მიიღე უროლოგის კონსულტაცია დისტანციურად
უროლოგიური დაავადებები ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით მამაკაცებში. უროლოგია დაავადებათა ფართო სპექტრს მოიცავს – მამაკაცის შარდ-სასქესო და ქალის საშარდე სისტემის პათოლოგიებს. ის აერთიანებს ყველა ასაკის პაციენტს.
უროლოგიური დაავადებებიდან გამოვყოფთ 7 ყველაზე გავრცელებული პრობლემას:
- შარდის შეუკავებლობა – პრობლემა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება და რომლის გამომწვევი მიზეზებიდან ცნობილია: დიაბეტი, სტრესი, მშობიარობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ასაკობრივი შარდის ბუშტის და მენჯის კუნთების ჰიპოტონია (მოდუნება).
- ერექციული დისფუნქცია – პრობლემა რომელსაც მსოფლიოში 10-დან 1 მამაკაცი აწყდება. გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები ან მიღებული ტრავმა.
- საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია – რაც მამაკაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენის არსებობის გამო უმეტესად გვხვდება ქალებში. პათოგენური ბაქტერიების ან ვირუსების მოხვედრა შარდსავალ გზებში იწვევს ინფექციის განვითარებას, რაც გამოიხატება შარდვის დროს წვის შეგრძნებასა და გახშირებულ შარდვაში. შორს წასულ ფორმებში ინფექციამ შესაძლოა მიაღწიოს თირკმლებამდეც და გამოიწვიოს მათი ანთება – პიელონეფრიტი.
- თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები – ყალიბდება შარდში არსებული კრისტალური ნაწილაკებისგან, რაც იწვევს საშარდე გზების სრულად დახშობას და შემდგომში თირკმლების შეშუპებას მათი გათიშვით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა კენჭის გამოდევნა, ამ პროცესს მტკივნეული და სისხლიანი შარდვა მოყვება.
- Overactive bladder (OAB)– მდგომარეობა, როდესაც შარდის ბუშტი ნორმალური რაოდებობით შარდს იკავებს, თუმცა ხდება კუნთების სპაზმური, უნებლიე შეკუმშვა და შარდის გამოდევნა, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს: ნევროლოგიური პრობლემები, დიაბეტი, საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები, შარდის ბუშტის კენჭები, სიმსივნური წარმონაქმნი ან ასაკი.
- პროსტატის ჰიპერპლაზია/სიმსივნე – ჰიპერპლაზია ტერმინოლოგიურად ზომაში გაზრდას ნიშნავს, რაც სიმსივნის განვითარების წინაპირობას შესაძლოა წარმოადგენდეს. განვითარების მიზეზებს შორისაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, ერქციული დისფუნქცია ან სხვა მდგომარეობები.
- მენჯის კუნთების სისუსტე – რაც საფუძველია შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ტონუსში ყოფნის შეუძლებლობისა. მისი განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი მშბიარობის დროს მიღებული ტრავმაა.
ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებების პრევენციასთან შედარებით არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს იშვიათი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა. ერთ-ერთი ასეთი ბავშვთა ასაკის დაავადებაა ცისტინურია - რომლის დროსაც შარდთან ერთად ამინომჟავა ცისტინი გამოიყოფა, რაც საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის მიზეზი ხდება.
REDMED–ის საშუალებით შესაძლებელია გაიაროთ პროფესიონალ უროლოგთან კონსულტაცია. ისინი დაგეხმარებიან დროის უქონლობისას, რიგებში დგომის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თუნდაც პირველადი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იქამდე, სანამ შეძლებთ ჩაიტაროთ დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო თუ დადგება ლაბორატორიული კვლევების ან მედიკამენტების დანიშვნის აუცილებლობა, REDMED-ის პლატფორმის საშუალებით ლაბორატორიის და მედიკამენტების გამოძახებას ადგილზე შეძლებთ.
არ გადადოთ სპეციალისტთან კონსულტაცია და დისტანციურად მიიღეთ დახმარება REDMED-ის პროფესიონალთა გუნდისგან.
ავტორი: ნიუპრესი