|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მილიონს გადაცდება ავტომანქანებისა და მათი შეკეთების ხარჯი, რაც არაადეკვატური თანხაა"-გიგა შუშანია

 "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის მერიის მიერ ავტომანქანების შეკეთებისათვის  ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შიუშანია გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ამით ავტომანქანების მომსახურებისათვის განსაზღვური ხარჯი მილიონს აღემატება, რაც არაადექვატური თანხაა. "ნაციონალური მოძრაობა" მერიას კვლავ არსებული ავტოპარკის გაყიდვისა და სანაცვლოდ ეკონომიური ავტომანქანების შეძენისაკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, ქუთაისის მერი კვლავ აგრძელებს საზოგადოების მოტყუებას და მისი დაპირების მიუხედავად, რომ შეამცირებდა ავტომანქანების შენახვის და საკუთარ კომფორტზე დახარჯული თანხების ოდენობას, 333 ათასი ლარის ახალ ტენდერს აცხადებს. დღეს  ქუთაისის მერიას ემსახურება  70-მდე ავტომობილი და ბოლო მონაცემებით, მილიონს გადაცდება ავტომანქანებისა და მათი შეკეთების ხარჯი, რაც არადეკვატური თანხა. კვლავ მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, რაც  შეიძლება სწარაფად გაყიდოს ავტოპარკი, განსაკუთრებით ძვირადღირებული ჯიპები, უარი განაცხადოს წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრატტიკაზე თანამდებობის პირებისათვის პერსონალური ავტომანქანების მიმაგრებაზე და შეიძინონ რამდენიმე ეკონომიური ავტომანქანა, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება მერიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. დაზოგილი თანხები კი მიმართოს სხვადასხვა პროექტებზე. დამატებით გამოცხადებული ტენდერის თანხა, 333 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა, რომ წელს ბიბლიოთეკის 103 თანამშრომლის ხელფასი 270 ლარით გაზრდილიყო", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, მერიამ ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 333 010 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ამავე მომსახურებისათვის  340 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება მერიას წელს თეგეტა მოტორსთან უკვე აქვს გაფორმებული, რაც ასევე 2018 წლის ბოლომდე მომსახურებას ითვალისწინებს. 

ქუთაისის მერია ავტომანქანების მომსახურებისათვის 333 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა