|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მირზაანის“ ყოფილ შენობაში ტურიზმის სამსახური განთავსდება

ლუდსახარში "მირზაანის"  ყოფილი შენობა, რომელიც აუქციონის გზით გაიყიდა, ერთ-ერთმა ბანკმა შეიძინა,  ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა. ბანკის სახელწოდება  ჯავახიამ არ დაასახელა, თუმცა ცნობილია, რომ ის საბანკო მომსახურეობაზე მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. "კონკურსის პირობა იყო, რომ ბანკი, რომელიც გამარჯვებდა, გადაიხდიდა საჯარიმოს და ამ თანხით შევიძინეთ აღნიშნული შენობა",-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ჯავახიამ.

შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსება იგეგმება, რომელიც ჯერჯერობით ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებს. ქალაქში შემოსულ სტუმრებს სწორედ რაქ უხდებათ მოსვლა.

ტურიზმის სამსახურის ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგ კი აღნიშნულ ფართს მერია მოქალაქეთა მისაღების გასაფართოებლად გამოიყენებს. სამსახური მსგავსად იუსტიციის სახლისა, ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა