"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ"–კახა ჩხეტიანი
"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ“–განაცხადა „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა. მან განცხადება დღეს „საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ გააკეთა.
"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც ასეთი დაპირისპირების მოგებას სჭირდება.
დაგვრჩა მხოლოდ იმედი, რომ "ტორპედო" გადარჩება, თუმცა... ეს იმედი დიდი არ არის“, –განაცხადა კახა ჩხეტიანმა „ლელოსთან“ საუბარში.
ქუთაისის გუნდში პრობლემები რამდენიმე თვეა არსებობს. ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. პრობლემის გამო პრეზიდენტი ფეხბურთელებს 12 მაისს შეხვდა . ზაალ ჩაჩავამ პრობლემებისც მიზეზად კომპანიია ჰუალინგის მიერ სპონსორობის შეწყვეტა დაასახელა.
ავტორი: ნიუპრესი