|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას ედავებიან - ადვოკატი

ქუთაისში დაკავებულ მიხეილ მუმლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით მიხელ მუმლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ  წარმოუდგენიათ. 

„ჯერ ჯერობით მტკიცებულებები არ ჩაგვბარებია. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში თავისუფალი იყო იზოლატორი, მაინც გადაიყვანეს სამტრედიაში, რაც მიმაჩნია, რომ არის დასჯის ფორმა მათი მხრიდან“, - განაცხადა თევდორაძემ.

 შეგახსენებთ, მიხეილ მუმლაძე 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დააკლავეს. 

ავტორი: