მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებობდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის აქციების დროს დაკავებული პირები იქნებოდნენ, რის გამოც ჟურნალისტები და პატიმრების ოჯახის წევრები დილიდან ციხეებთან იმყოფებოდნენ. შეწყალების შესახებ ინფორმაცია კი 22:33 საათზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია შეწყალებულთა ვინაობა.
ავტორი:




12:35
















