|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა:

"მინდა აღდგეს ბავშვების დალოცვის წესი,  ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი, სადაც  დავლოცავ  ბავშვებს. ხვალ, 5 საათისთვის მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები. მე თვითონ შევასრულებ პარაკლისს", - ბრძანა პატრიარქმა.

ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 11 იანვარს, 16:00 საათზე შესრულდება, პარაკლისი კი 17:00 საათზე. ილია მეორეს განმარტებით, ბავშვების დალოცვის წესი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.

 

 

 

 

წყარო: ipress.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა