|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის - ლაშა აბაშიძე

,,მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის. ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.
ლაშა აბაშიძემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მოდერნიზაციის პროექტი ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს რკინიგზას უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აქვს. რეგიონში ყველაზე დიდი 8300 მეტრის გვირაბი, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები, ახალი ლიანდაგი, უსაფრთხოების, სიგნალიზაციის და ცენტრალიციის თანამედროვე სისტემები - ეს პროექტის ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალია.
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები დღეიდან ახალ გზაზე იმოძრავებენ.
მასშტაბური პროექტის ამოქმედებით მატარებლების მსვლელობის დრო შემცირდება, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება, ასევე შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯები.
პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.

ავტორი: